• ინსტრუქცია

    მიღების წესები და დოზები (გაგრძელება):

    ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათური ჰემორაგია. ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ლეიკოპოეტიურ მოქმედებას.

    ვიუსიდი ეფექტურია ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ასთენია, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, ამაღლებული აგღზნებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, მოქანცვა. მატულობს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობა ღვიძლის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე (ტუბერკულოზი, პლევრიტი, აბსცედირებადი პნევმონია) აივ-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას. გამოყენებულ იქნას შეიძლება მრვი-ს, გრიპის პროფილაქტიკისათვის.

    გამოყენების მეთოდი და დოზები: გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (50-100მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე, იღებენ სითხის 100-150 მლ. გამოიყენება, როგორც წესი საკვების მიღების შემდეგ.

    აივ ინფექციისას: მონოთერაპიის სახით: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში, 3-18 თვის განმავლობაში. (აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი);

    კომპლექსურ თერაპიაში: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში 2-3-ჯერ კვირაში ანტირეტროვირუსული თერაპიის მიმდინარეობის პერიოდში

    მწვავე ვირუსული A,B ჰეპატიტის შემთხვევაში: მოზრდილებში: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში 15-30 დღის განმავლობაში;

    3 წლამდე ბავშვებში: 1/3 პაკეტი დღეში;

    3-იდან 5-წლამდე ბავშვებში: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში

    5 წლის ზემოთ ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

    მიღების ხანგრძლივობა 10-30 დღე.

    ვირუსული B,C ჰეპატიტის შემთხვევაში: მოზრდილებში 30 დღის განმავლობაში თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში,

    შემდგომი 30 დღის განმავლობაში 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის მესამე თვიდან ექვს თვემდე რეკომენდირებულია 1 პაკეტი დღეში; ბავშვებში: დღეში 1/2 პაკეტი 1 წლის განმავლობაში ჰერპესის დროს: 2 პაკეტი ორ მიღებად განაწილებული 14-21 დღის განმავლობაში

    გრიპის შემთხვევაში 1-3 პაკეტი დღეში ავადმყოფობის შეწყვეტამდე (ეპიდემიოლოგიურად საშიში მთელი პერიოდის განმავლობაში) ონკოლოგიური დაავადებების დროს: თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების შემდეგ 45 წუთში. 15-30 დღის განმავლობაში (მკურნალობის კურსი შესაძლებელია ჩატარდეს 3 თვის განმავლობაში)

    ტუბერკულოზის შემთხვევაში თითო პაკეტი 3-ჯერ დღეში. საკვების მიღებიდან 45 წუთის შემდეგ 15-30 დღის განმავლობაში.