• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    ფხვნილი 4.5გ პაკეტი #90

    ჩვენებები:

    ვიუსიდის აქტივირებული კომპონენტების კომპლექსი უზრუნველჰყოფს მის ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობას. Vიუსიდის ძირითადი თვისებები:

    - ანტივირუსული: მოქმედებს ჰეპატიტ A,B,С , აივ ვირუსებზე; მარტივი ჰერპესის I, II ტიპების ვირუსებზე; ჰერპეს ზოსტერზე, ციტომეგალოვირუსზე, პაპილომავირუსზე; რამდენჯერმე ამცირებს სისხლის ვირუსულ დატვირთვას აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებს;

    - ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზირებას;

    - აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ციროზის შემთხვევაში, წინააღმდეგობას უწევს ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნას;

    - ახდენს იმუნოსტიმულირებას: ზრდის CD4 უჯრედების დონეს სისხლში, ახდენს ჰემო- და ლეიკოპოეზის სტიმულირებას

    - წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს: ზრდის ალფა-ინტერფერონის სინთეზს, ალფა-ინტერფერონთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან სინერგიულად მოქმედებს, ხსნის მათ გვერდით ეფექტებს, ამცირებს ჰეპატოტოქსიკური სინდრომის გამოვლენას;

    - თრგუნავს ანტიგენ-სპეციფიკური T-ქილერების სინთეზს, რომლებიც აზიანებს ჰეპატოციტს ჰეპატიტის დროს;

    - ანტიოქსიდანტური: ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას;

    - ანთების საწინააღმდეგო: ალერგიის საწინააღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას);

    მიღების წესები და დოზები:

    ვიუსიდი გამოიყენება როგორც კომპლექსური, ასევე მონოთერაპიისას სხვა და სხვა ავადმყოფობების სამკურნალოდ: A,B,C ჰეპატიტები, ჰერპესული ინფექციები: ვპგ-I, ვპგ-II, ჰერპესი ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, კანის დაავადებებისას, უროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ვიუსიდი მოქმედებს როგორც ვირუსის საწინაარმდეგო საშუალება, ასევე ხსნის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თერაპიის გვერდით ეფექტებს.

    ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათური ჰემორაგია. ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ლეიკოპოეტიურ მოქმედებას... იხილეთ შემდეგი გვერდი