• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    600ლე/2მლ საინექციო ხსნარი.

    250ლე კაფსულა №50

    კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი: თითოეული ამპულა (2 მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: სულოდექსიდი 600 ლე* არააქტიური ნივთიერებები: ნატრიუმ ქლორიდი, საინექციო წყალი.

    თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: სულოდექსიდი 250 ლე* არააქტიური ნივთიერებები: ნატრიუმ ლაურილსარკოზინატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.

    ჩვენებები:

    - ანგიოპათიები თრომბოფორმირების გაზრდილი რისკით, მათ შორის მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;

    - ტვინიში სისხლმიმოქცევის დარღვევა, მათ შორის იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და აღდგენის საწყისს ეტაპზე; ათეროსკლეროზით გამოწვეული დისცირკულარული ენცეფალოპათია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიური დაავადება, სისხლძარღვების დემენცია;

    - როგორც ათეროსკლეროზული, ასევე დიაბეტური გენეზისის პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება;

    - ღრმა ვენების ფლებოპათიები, თრომბოზები;

    - მიკროანგიოპათიები (ნეფროპათია, რეთინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტისას (დიაბეტური ტერფის სინდრომი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია);

    - თრომბოფილური მდგომარეობები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ასევე დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ);

    - ჰეპარინინდუცირებული თრომბული თრომბოციტოპენიის მკურნალობა, რადგან არ იწვევს და არ ამწვავებს მას.

    მიღების წესები და დოზები:

    კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი. პერორალური კაფსულები.

    მკურნალობის კურსი უნდა დაიწყოს 1 ამპულის კუნთში შეყვანით, ან 1 ამპულის ვენაში შეყვანით ბოლუსურად, ან წვეთოვანის სახით, იმის შემდეგ რაც კაფსულის შიგთავსი იხსნება ფიზიოლოგიური ხსნარის 150-200 მლ-ში 15-20 დღის განმავლობაში. შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში თერაპია უნდა გაგრძელდეს კაფსულების მიღებით: ინიშნება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ საჭმლის მიღების შუალედებში. მკურნალობის მთლიანი კურსი უნდა განმეორდეს მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ.