• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    25მგ შემოგარსული აბი - #50, #100

    50მგ შემოგარსული აბი - #50, #100

    მწარმოებელი ფირმა - ხ.ლუნდბეკ ა/ს (დანია)

    აქტიური ნივთიერება – ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი.

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ტრუქსალი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ საშუალებას, რომელიც წარმოებულია თიოქსანტენისგან. გააჩნია ანტიფსიქოზური, გამოხატული სედატიური და ზომიერი ანტიდეპრესიული მოქმედება.

    ტრუქსალის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება მის მაბლოკირებელ მოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე. ამ რეცეპტორების ბლოკირებასთან, ასევე დაკავშირებულია პრეპარატის ანტიემეტიური და ანალგეზიური თვისებები. ტრუქსალს შეუძლია მოახდინოს 5-HT2 – რეცეპტორების, a1 – ადრენორეცეპტორებისა და ასევე H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირება, რითაც განისაზღვრება მისი ადრენომაბლოკირებელი, ჰიპოტენზიური და ანტიჰისტამინური თვისებები.

    ჩვენებები

    ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურს ჩვენების ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს:

    • ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;

    • აბსტინენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;

    • ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;

    • ბავშვებში ქცევის მოშლილობა;

    • დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები;

    • უძილობა;

    • ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში)