• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    150მგ ტაბლეტი 20ც

    მწარმოებელი ფირმა - ანჟელინი ფრანჩესკო (იტალია)

    აქტიური ინგრედიენტი: ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის 150 მგ

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ტრაზოდონს, გააჩნია მკვეთრი ანტიდეპრესიული მოქმედება გარკვეული სედატიური და ანქსიოლიტიკური ეფექტით. ტრაზადონი არ ახდენს ზეგავლენას მონოამინოოქსიდაზაზე (მაო), რაც გამოარჩევს მას მაო-ინჰიბიტორებისგან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისგან.

    სწრაფად მოქმედებს ფსიქიკურ (აფექტიური დაძაბულობა, გაღიზიანებულობა, შიში, უძილობა) და სომატურ სიმპტომებზე (გულისცემა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გახშირებული შარდვა, ოფლიანობა, ჰიპერვენტილაცია).

    ტრაზოდონი ეფექტურია ძილის დარღვევისას პაციენტებში რომელთაც აწუხებთ დეპრესია.იგი აძლიერებს ძილის სიღრმეს და ხანგრძლივობას, აღადგენს მის ფიზიოლოგიურ სტრუქტურასა და ხარისხს.

    ტრიტიკო ახდენს ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს პათოლოგიურ ლტოლვას ალკოჰოლისკენ პაციენტებში რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის პერიოდში, ასევე რემისიისას. აბსტინენტური სინდრომისას პაციენტებში რომელთაც აწუხებთ დამოკიდებულება ბენზოდიაზეპინის წარმოებულებზე, ტრაზოდონი ეფექტურია დეპრესიული მდგომარეობების და ძილის მოშლილობის მკურნალობისას. რემისიის პერიოდში ბენზოდიაზეპინები შეიძლება იყოს შეცვლილი ტრაზოდონით.

    პრეპარატი არ იწვევს მიჩვევას..

    გამოყენების ჩვენებები:

    • ენდოგენური ბუნების აღგზნებულ-დეპრესიული მდგომარეობა (მათ შორის ინვოლუციური დეპრესიები);

    • ფსიქოგენური დეპრესიები (მათ შორის, რეაქტიული და ნევროზული დეპრესიები);

    • აღგზნებულ-დეპრესიული მდგომარეობა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების ფონზე (დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი);

    • დეპრესიული მოდგომარეობა ხანგრძლივი ტკივილის სინდრომის დროს, ალკოჰოლური დეპრესიები;

    • ლიბიდოსა და პოტენციის დარღვევა.