• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    მწარმოებელი ფირმა - ფეროსან ა/ს (დანია)

    თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

    მოცვის ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს 82,4 მგ

    ბეტა - კაროტინის კონცენტრატს 10% 12 მგ

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    . ახდენს მხედველობითი პიგმენტის როდოფსინის სინთეზის სტიმულირებასა და რეგენერაციას

    . ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრის ზრდას, აუმჯობესებს სიბნელისა და ცუდი განათების პირობებში ადაპტაციას

    . გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება და აუმჯობესებს თვალის ბადურის მიმართულებით სისხლის მიწოდებას

    . პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.

    გამოყენების ჩვენებები:

    - კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვის დროს წარმოქმნილი მხედველობითი დაღლილობის სინდრომი;

    - სხვადასხვა დონის ახლომხედველობა;

    - სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა( ჰემერალოპია );

    - დიაბეტური რეტინოპათია;

    - ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია;

    - პირველადი გლაუკომის კომპლექსური თერაპიის დროს;

    - თვალებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდის განმავლობაში;

    გამოყენება და დოზირება:

    ბავშვებში 7 წლიდან: 1 ტაბ . დღეში.

    მოზრდილებში: 2 ტაბლეტი დღეში.

    მკურნალობის კურსი დგინდება ექიმის მიერ.