• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    80მგ/80მგ ტაბლეტი №20

    40მგ/4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #10

    ტაბლეტები: ფლოროგლუცინი +1,3,5 ტრიმეტოქსიბენზენი

    ამპულები: 40 მგ/4 მლ ფლოროგლუცინი აქტიური შემადგენელი: 1,3,5 ტრიჰიდრატი (ბიჰიდროფლორო გლუცინა) 51,43 მგ (შეესაბამება ფლოროგლუცინა ანჰიდრიდს 40 მგ). წამლის ძირითადი შემადგენელი, ექსციპიენტი: ნატრიქლორიდი, ნატრი მეტაბისულფიტი, ნატრი სულფიტი, წყალი ინექციის მოსამზადებლად 4 მლ

    ფარმაკოლოგიური თვისებები

    ორმაგი მოქმედება: სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი,

    ფლოროგლუცინი არ მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე

    არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე

    მოქმედების მექანიზმი სპაზმექსი ინჰიბირებს ფერმენტს, რითიც ხელს უწყობს კატექოლამინის (A,NOღ A) დაგროვებას გლუვკუნთოვან ბოჭკოებში. მოქმედების მექანიზმი

    ჩვენებები:

    შარდსასქესო სისტემა: თირკმლკენჭოვანი დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი, ირადიაციული ტკივილი ზურგში და ბოქვენზედა არეში), ცისტიტი (მტკივნეული შარდვა, ბოქვენზედა და წელის ტკივილები), მწვავე პიელონეფრიტი (ირადიაციული ტკივილი გვერდში). კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები: ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური მოქმედება თირკმლის ჭვალის დროს (94,6%). სპაზმექსი ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულო გამოძევებას. კუჭ-ნაწლავის სისტემა: ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი,ქოლედოქოლითიაზი (ჭვალი, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ზედა კვადრატში, ირადიაციით მარჯვენა ბეჭქვეშა არეში.) დივერტიკულიტი(მწვავე ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (ტკივილი მუცლის ქვემოთ). გასტროენტერიტი (ტკივილი მუცელში).

    მიღების წესები და დოზები:

    ამპულები მწვავე შემთხვევისას: 1 ამპ. ი/ვ ან ი/მ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გავიმეოროთ არა უადრეს 1 საათისა. შემანარჩუნებელი თერაპია: 1 ამპ. 1-2 ჯერ დღეში. ტაბლეტები: 4-6 ტაბ. დღეში 2-3 მიღებაზე.