• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    300მგ კაფსულა #15

    თითოეული კაფსულა შეიცავს 300 მგ. ავოკადოსა და სოიოს მარცვლის გაუსაპნებად ექსტრაქტს, რომელიც შეესაბამება გაუსაპნებადი ავოკადოს ზეთის 100 მგ-ს და სოიოს გაუსაპნებადი ზეთის 200 მგ-ს.

    ჩვენებები:

    პიასკლედინი მიეკუთვნება ახალი კლასის “SISADOA” პრეპარატების ჯგუფს (სნმპოა-სიმპტომატიკური ნელი მოქმედების პრეპარატი ოსტეოართროზების დროს),რომლებიც ხასიათდებიან დაგვიანებული მოქმედებით. მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა საჭირო გახდეს პიასკლედინის დანიშვნა NSAID-|თან და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან კომბინაციაში, რომელთა მიღების სიხშირე მცირდება ან იხსნება პიასკლედინის ხანგრძლივად გამოყენების დროს. პიასკლედინის ჩვენებები :

    • მუხლის სახსრის ართროზი (გონართროზი)

    • მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი (კოკსართროზი)

    • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართროზი

    • ტერფის სახსრების ართროზი

    • ხერხემლის ართროზი (სპონდილოართროზი)

    • მტევნის სახსრების ართროზი

    • იდაყვის სახსრის ართროზი

    • მკერდ-ლავიწთაშორისი სახსრის ოსტეოართროზი

    • სახსრის ტრავმა

    • ხანგრძლივი პროფესიური ზეწოლა სხვადასხვა სახსრებზე

    მიღების წესები და დოზები:

    • პიასკლედინი - 1 კაფს დღეში კვების დროს და დააყოლეთ დიდი რაოდენობით (ერთი დიდი ფინჯანი) წყალი.

    • მკურნალობის კურსი შეადგენს 3-6 თვეს.

    • განმეორებითი კურსის ჩატარება რეკომენდირებულია 5-6 თვის შემდეგ.

    თუ დაგავიწყდათ პიასკლედინის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. თუკი იმაზე მეტი პიასკლედინი გამოიყენეთ ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.