• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი და გამხსნელი.

    აქტიური ნივთიერება - ნატრიუმ მარილი კრეატინ ფოსფატი - 1 გ.

    ფარმაკოლოგიური თვისებები

    ნეოტონი _ პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდისა და კუნთოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. თავისი ქიმიური სტრუქტურით ჰგავს მაკროერგულ ანდოგენურ ფოსფოკრეატინს. აჩერებს იშემიზირებულ კარდიომიოციტებში სარკოლემის დესტრუქციის პროცესს, უზრუნველყოფს ენერგიის შიდაუჯრედულ ტრანსპორტირებას. მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე პრეპარატი ამცირებს ნეკროზისა და იშემიის ზომებს. იშემიისა და პოსტ-იშემიური რეპერფუზიისას ახდენს ანტიარითმიულ მოქმედებას

    ჩვენებები:

    - მიოკარდის მწვავე ინფარქტი;

    - გულის ქრონიკული უკმარისობა;

    - მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემია;

    - კიდურების ინტრაოპერაციული იშემია;

    - ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;

    - სპორტულ მედიცინაში: ფიზიკური გადატვირთვის სინდრომის ჩამოყალიბების პროფილაქტიკა და ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვების ადაპტაციის გაუმჯობესება.

    მიღების წესები და დოზები:

    მიოკარდის მწვავე ინფარქტი: პირველი დღის განმავლობაში შეჰყავთ 2-4 გ ვენაში ჭავლური მეთოდით მომდევნო წვეთოვანი ინფუზიით 8-16 გ 200 მლ 5% გლუკოზის ხსნარში 2 საათის განმავლობაში. მეორე დღეს: 2-4 გ ვენაში წვეთოვანი გზით 2-ჯერ დღეში. მესამე დღეს: 2 გ ვენაში წვეთოვანი გზით 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ინფუზიის კურსი 2 გ 2-ჯერ დღეში შესაძლებელია ჩატარდეს 6 დღის განმავლობაში.

    გულის ქრონიკული უკმარისობისას: პრეპარატი ვენაში შეჰყავთ წვეთოვანად პრეპარატის 1-2 გ ორჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

    მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას: ჩვეულებრივი კარდიოპლეგიური ხსნარის შემადგენლობაში 3გ ოდენობით 1 ლიტრზე.