• ინსტრუქცია

    ფარმაკოლოგიური თვისებები (გაგრძელება):

    ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

    ვიტამინი D 3 (კოლეკალციფეროლი)

    აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის. იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

    ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

    მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

    აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

    ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი)

    E როგორც ანტიოქსიდანტი აჩერებს თავისუფალ რადიკალებთან დაკავშირებული რეაქციების განვითარებას, აჩერებს ისეთი მჟავების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც ორგანიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, უზრუნველჰყოფს ნერვული და კუნთური სისტემის ნორმალურ ფუნქციას. სელენთან ერთად აჩერებს არაგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებს (მიკროსომალური სისტემის ელექტრონების გადატანის კომპონენტი), აჩერებს ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემების კოფაქტორს.

    ვიტამინი B1 (თიამინი)

    წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

    ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

    მონაწილეობს ცხიმების, ცილების, და ნახშირწყლების უტილიზაციაში, შეუცვლელია ორგანიზმის ზრდის პროცესებში, დადებითი ზეგავლენა მხედველობაზე.

    გააჩნია მეტაბოლური მოქმედება; არეგულირებს მჟავა-აღდგენით პრეცესებს, იღებს მონაწილეობას კანის სუნთქვაში.

    ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)

    მონაწილეობს ნუკლეუნური მჟავების სინთეზში, არეგულირებს ფოსფორო-კალცის ცვლას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.