• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    8მგ ტაბლეტი #50

    აქტიური ინგრედიენტი - ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი - 8მგ

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს. გააჩნია ჰისტამინური რეცეპტორების,სტიმულაციური და ვაზოდილატაციური მოქმედება შიდა ყურის რეცეპტორებზე და ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულარულ ბირთვებზე. აუმჯობესებს შიდა ყურის მიკროცირკულაციას. ზრდის სისხლის ნაკადს შიდა ყურსა და ბაზარულ არტერიებში. ლაბირინთული სისხლის ნაკადის სტაბილიზაციისას ხდება ენდოლიმფატური წნევის აღდგენა როგორც ლაბირინთში, ასევე შიდა ყურის აპარატში, რაც ამცირებს თავბრუსხვევის სუბიექტურ შეგრძნებას.

    მიუხედავად იმისა, რომ ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის მსგავსი ნივთიერება, ის არ იწვევს კაპილარების შეღწევადობის დარღვევას, არტერიული წნევის ცვლილებებს, არ მოქმედებს გლუვი მუსკულატურისა და შიდა ორგანოების ტონუსზე, არც კუჭის წვენის სეკრეციაზე.

    ფარმაკოკინეტიკა:

    შეწოვადობა: პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და მესამე საათისათვის აღწევს სისხლში კონცენტრაციის პიკს.

    მეტაბოლიზმი: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმრის მჟავის სახით.

    გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელებით. 24 საათის შემდეგ იგი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან.ი

    ჩვენებები:

    სხვადასხვა გენეზისის თავბრუსხვევა (ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოხონდროზისას, ვერტებრობაზალური უკმარისობისას, თავის ტვინის კაპილარების ეთეროსკლეროზისას, თავის ქალის ტრავმის შემდეგ, თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ფსიქოსომატური ბუნების, იდიოპათიური) მენიერის სინდრომი

    მიღების წესები და დოზები:

    პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.