• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    საინიექციო ხსნარი 300მგ/5მლ ამპულა

    500 მგ ტაბლეტი

    ერთი 5 მლ ამპულა შეიცავს: აქტიურ ელემენტს: პირიდოქსინ L-2 პიროლიდონ 5- კარბოქსილატი (მეტადოქსინი) - 300 მგ. პრეპარატის შემადგენელი ნაწილებია: მეტაბისულფიდი, ნატრიუმის EDTA, მეთილ - p - ჰიდროქსიბენზოატი, აპიროგენული ორნახადი წყალი.

    ჩვენებები:

    - მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;

    - ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი;

    - ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

    - ღვიძლის დაავადებების (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის) კომპლექსური თერაპია.

    ფარმაკოკინეტიკა

    პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა (60-80%). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს – 50%. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტებამდე – პირიდინი და პიროლიდონის კარბოქსილატი. შიგნით მიღებისას ან პარენტერალური შეყვანისას ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 40-60 წუთს. პრეპარატის 45-50% გამოიყოფა შარდით 24 საათის განმავლობაში, პრეპარატის 35-50% გამოიყვანება განავლით 96 საათის განმავლობაში.

    მიღების წესები და დოზები:

    მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია: 300-600 მგ (5-10 მლ) კუნთქვეშ, ან 300-900 მგ (5-15 მლ) ვენაში, ინტოქსიკაციის დონიდან გამომდინარე. შიგნით შეყვანისას პრეპარატის აუცილებელი დოზა უნდა გაიხსნას ნატრიუმ ქლორიდის იზოტონური ხსნარის 500 მლ-ში ან დექსტროზის (გლუკოზის) 5% ხსნარში და შეყავთ წვეთოვნად 1,5 საათის განმავლობაში.

    ღვიძლის დაავადებებისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმის კომპლექსური თერაპია: ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ (1000 მგ) ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე (1500 მგ) დღეში. თერაპიის კურსი -არაუმცირეს 90 დღისა. ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი: 900 მგ (15 მლ) ვენაში ინფუზიის სახით.