• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    200მგ შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #20

    თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი – ნიფურატელი 200 მგ.

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ნიფურატელი წარმოადგენს ნიტროფურანების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას; გააჩნია ანტიპროტოზული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. ნიფურატელს გააჩნია მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიურობა, რაც უზრუნველყოფს მისი კლინიკური გამოყენების ფართო სპექტრს.

    ჩვენებები:

    • ვულვოვაგინალური ინფექციები და თეთრად შლა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ამგზნებებით (კანდიდა, ტრიქომონადები, ბაქტერიები, ქლამიდიები).

    • პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებები.

    • ნაწლავების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავების ამებიაზით ან ლამბლიოზით

    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter pilory- სთან.

    ფარმაკოკინეტიკა:

    შიგნით მიღებისას სწრაფად განიცდის აბსორბაციას. აღწევს ჰემატოენცეფალურ და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა სარძევე ჯირკვლების რძესთან ერთად. მეტაბოლიზდება ღვიძლში და კუნთოვან ქსოვილებში. მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით (30-50% უცვლელი სახით), გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება ნაღვლის გამომყოფ ტრაქტში.

    მიღების წესები და დოზები:

    პრეპარატი უნდა მიიღოთ შიგნით, რეკომენდაციების შესაბამისად. ვაგინალური ინფექციებისას: მოზრდილებს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში (პრეპარატი უნდა მიიღოს ორივე პარტნიორმა). ბავშვებს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს – 10 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად, ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.