• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    40მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი №20

    აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი, ნაწლავში ხსნადი გარსით, შეიცავს 40 მგ მეპარტრიცინს

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    მეპარტიცინი არის ნახევრად სინთეტიური წარმოებული პოლიენური ანტიბიოტიკისა,რომლის გამოყოფა კულტურალური გარემოდან განხორციელდა SPA კვლევით ლაბორატორიაში Streptomyces aureofaciens შტამისაგან. გარდა მისი კარგად ცნობილი ანტიმიკოზური და ანტიპროტეაზული აქტივობისა, პერორალური მიღებისას მეპარტრიცინი აუმჯობესებს ურეთო-პროსტატო-ვეზიკულური კომპლექსის ფუნქციას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. პრეპარატს არ გააჩნია პირდაპირი ჰორმონის მსგავს ზემოქმედება და მისი მოქმედების მექანიზმი უკავშირდება ენტეროჰეპატური ცირკულაციის დონეზე ნაწლავებში სტეროლის ფრაქციებთან მეპარტრიცინის შეუქცევადი შეერთების უნარს; ვინაიდან ქოლესტერინის, ესტროგენებისა და ანდროგენების აკუმულაციის ზრდა წინამდებარე ჯირკვლის წილობრივ სადინარებში ითვლება ერთერთ ხელშემწყობ ფაქტორად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარების ინიცირებაში, მიჩნეულია,რომ სტეროლების შემადგენლობის შემცირება იწვევს ამ დაავადებებისათვის ტიპიური სიმპტომატიკის ხელსაყრელ ცვლილებებს. იპერტროფანის პოზიტიური ზემოქმედების შედეგად მცირდება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ძირითადი სიმპტომები (პოლიურია. ნიქტიურია,ტენეზმები, ნარჩენი შარდი). კონკრეტული კვლევების შედეგად დადასტურებულია,რომ სხვა პოლიენების მსგავსად მეპარტრიცინი არ შეიწოვება სისტემურ დონეზე, შესაბამისად ტოლერანტობა მის მიმართ კარგია. პრეპარატისადმი კარგი ტოლერანტობის გამო შესაძლებელია მისი კომბინირებული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

    ჩვენებები:

    წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა.

    მიღების წესები და დოზები:

    1 ტაბლეტი დღეში, ვახშმის დროს.

    მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობისა და ექიმის დანიშნულების მიხედვით.

    განსაკუთრებული რეკომენდაციები: მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა უნდა შეადგინდეს არა ნაკლები 30 დღისა