• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    აქტიური ნივთიერება - ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილი.

    ხსნარის 2 მლ შეიცავს 20მგ ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს.

    Fidia Farmaceutici S.p.A. (იტალია)

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად არის სახსრებში და მოქმედებს როგორც ლუბრიკანტი და ამორტიზატორი, ასევე თამაშობს მნიშვნელოვან როლს სახსრის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში ჰიალურონის მჟავა მუხლის სახსრებში დანაწევრებულია და ეს იწვევს ტკივილს და სახსრის შეზღუდულ მოქმედებას.

    ჰიალგანი გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და სახსრის მოქმედების აღსადგენად მუხლის ოსტეოართრიტის დროს.

    ჩვენებები:

    • ჰიალგანის გამოყენებამდე უნდა მოიცილოთ გამონაჟონი(ეფუზია) სახსარში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

    • უნდა დაიცვათ ინექციისათვის გამოყოფილი ადგილის სტერილობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები და ინექციის სათანადო ტექნიკა;

    • ისევე როგორც ნებისმიერი ინვაზიური პროცედურისას, ინტრა–არტიკულარული ინექციის შემდეგ არ არის რეკომენდებული სახსრის დატვირთვა;

    • ამპულა/შპრიცი გამიზნულია ერთჯერადი ინტრა–არტიკულარული გამოყენებისათვის

    • ამპულის შიგთავსი სტერილურია და გამოყენებული უნდა იქნას კონტეინერის გახსნისთანავე. დარჩენილი ჰიალგანი არ გამოიყენოთ.

    შესაძლო გვერდითი მოვლენები:

    შესაძლებელია ტკივილი, შეშუპება, ცხელება და სიწითლე ინექციის მიდამოში. ამგვარი სიმპტომები დროებითია და როგორც წესი მალევე ქრება. თუკი ასეთ მოვლენებს ადგილი ექნება, სახსარი მოსვენებულ მდგომარეობაში გქონდეთ და ადგილობრივად დაიდეთ ყინული. თუკი სიმპტომები შენარჩუნდა და არ გაუმჯობესდა 24 საათის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.