• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    400მგ კაფსულა

    1000მგ/4მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა #3

    აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი

    ჩვენებები:

    - თავის ქალა - ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი ძირითადად ტვინის ღეროს დაზიანების შემთხვევაში (გონების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).

    - დეგენერაციული ან ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგები ისეთი, როგორიცაა: აზროვნების უნარის პირველადი ან მეორადი დარღვევები ასაკოვნებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია.

    - მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: ემოციური ცვალებადობა, გაღიზიანება, ინტერესის არქონა.

    - ფსევდომელანქოლია ასაკოვნებში.

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    გლიატილინი წარმოადგენს ახალ ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტიკების ჯგუფს და ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციონალური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

    მიღების წესები და დოზები:

    მწვავე მდგომარეობებისას გლიატილინი შეჰყავთ კუნთში, ან ვენაში (ნელა) 1,0 გ (1 ამპ.) დღეში.

    ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატილინი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე.

    მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.