• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    300მგ კაფსულა #10

    ყოველი კაფსულა შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 300 მგ

    ჩვენებები:

    პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულთა, მოზარდთა და ბავშვების სამკურნალოდ, რომელთა სხეულის წონა აღემატება 15 კგ-ს.

    1) სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები: - რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი

    2) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება: - ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები, ჰიპერსეკრეტული ასთმა, ბრონქოექტაზური დაავადება - თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი (სეზონური გამწვავებების ჩათვლით)

    3) კომპლექსური თერაპია ანტიბიოტიკებით ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას

    4) პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ერდომედი წარმოადგენს ახალ პრეპარატს, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევენ დისულფიდური ხიდების, რომლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინების ქსოვილებს, გარღვევას. ეს იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას. რის შედეგადაც ერდოსტეინი აძლიერებს და აჩქარებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, აუმჯობესებს ეპითელიის სეკრეციულ ფუნქციას და ზრდის მუკოცილიარის ტრანსპორტის ეფექტურობას რესპირატორული ტრაქტის ზედა და ქვედა განყოფილებებში.

    ერდოსტეინი ამინური ჯგუფების მეშვეობით ანტაგონისტურად მოქმედებს ადგილობრივად ჟამგბადის თავისუფალ რადიკალებზე და ხელს უშლის ალფა-1-ანტიტრიფსინის დათრგუნვას თამბაქოს მწეველებში, ამით ამცირებს თამბაქოს ბოლის დამაზიანებელ მოქმედებას ქრონიკულ მწეველებში.

    მიღების წესები და დოზები:

    ზრდასრულებში:

    კაფსულები: 1 კაფსულა (300 მგ) 2-3-ჯერ დღეში.

    ბავშვებში: 15-20 კგ (ასაკი 3-დან 6 წლამდე). 21-30 კგ (ასაკი 7-დან 12 წლამდე)