• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    10მგ შემოგარსული აბი - 14ც, 28ც

    მწარმოებელი ფირმა - ჩ.ლუნდბეკ ა/ს (დანია)

    აქტიური ინგრედიენტი: ესციტალოპრამის ოქსალატი

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ციპრალექსი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექტიურ ინჰიბიტორს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში ამ ნეირომედიატორის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსური რეცეპტორულ უბნებზე ახდენს მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას. ესციტალოპრამს არ აქვს ან ძალიან სუსტი უნარი გააჩნია დაუკავშირდეს რეცეპტორების რიგს, მათ შორის: 5-HT1a, 5-HT2 რეცეპტორებს, დოფამინის D1 და D2 რეცეპტორებს, a1-, a2-, ß- ადრენო რეცეპტორებს, ჰისტამინურ H1, მუსკარინულ ქოლინორეცეპტორებს, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებს.

    ჩვენებები:

    ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები.

    პანიკური დარღვევები, რომელთაც თან სდევს აგორაფობია ან მის გარეშე.

    სოციალური შფოთვითი დარღვევა (სოციალური ფობია).

    გენერალიზირებული შფოთვითი დარღვევა.

    მიღების წესები და დოზები:

    ციპრალექსი ინიშნება დღეღამეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

    დეპრესიული ეპიზოდები:

    დღეში, როგორც წესი, ინიშნება 10 მგ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება მაქსიმალურამდე იქნას გაზრდილი – 20 მგ/დღეღამეში.

    ანტიდეპრესიული ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

    დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში აუცილებელია თერაპიის გაგრძელება რათა მიღებული ეფექტი განმტკიცდეს.