• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    მალამო

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    სიკატრიქსის აქტიური ინგრედიენტები, გადიან მოლეკულური აქტივაციის სპეციალურ პროცესს, ეს ანიჭებს სიკატრიქს მაქსიმალურ ეფექტურობას. ის იწვევს ფიბრობლასტის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას (I და III ტიპის კოლაგენის), ახდენს ეპიდერმული ჰომეოსტაზის რეგულირებას და ასევე არეგულირებს იარის ქსოვილის ქრონიკულ ანთებას.

    სიკატრიქსი ახდენს და აუმჯობესებს კოლაგენის წარმოქმნას, ე.ი. აჩქარებს იარის მორჩენას.

    • ააქტიურებს დაზიანებული კანის აღდგენით პროცესებს

    • ამცირებს ნაოჭების სიღრმეს; აძლიერებს უჯრედის მიტოზს,კანის რეპარაციულ და ბარიერულ ფუნქციას.

    • აჩქარებს შეხორცების პროცესს, უზრუნველყოფს კანის სწორ ეპითელიზაციას.

    სიკატრიქსის კომპლექსური მოქმედება მიიღწევა მასში შემავალი ნატურალური კომპონენტების ხარჯზე-აზიური ცენტელას ექსტრაქტი. შეიცავს აზიატიკურ და მადეკასსონის მჟავებს რომლებიც ასტიმულირებენ ფიბრობლასტების აქტიურობას, ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს,აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, სძენს კანს სიმკრივეს, ახორცებს ჭრილობას, აფერხებს კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.

    ფიჭვის ექსტრაქტი შეიცავს პროანტოციანიდების ნაკრებს, რომელიც 50-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია ვიდრე E ვიტამინი, და 20 ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე C ვიტამინი. გააჩნია ანტიჰისტამინური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, აღადგენს C ვიტამინის უჯრედშიდა შემცველობას, ამცირებს კაპილარების განვლადობას და კოლაგენის დაშლას.

    • ინტენსიურად ატენიანებს კანს, რადგან შეიცავს უნიკალურ ლიპიდურ კომპლექსს

    ჩვენებები:

    მისი ძირითადი გამოყენების ჩვენება კანის მექანიკური, ქიმიური, თერმული და პოსტოპერაციული დაზიანების ინტენსიური მოვლა.

    რეკომენდირებულია გამოიყენოთ კანის რეგენერაციისათვის

    • სტრიების პროფილაქტიკა და მკურნალობა

    • ახალი და ძველი იარები და ნაწიბურები

    • კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ (პილინგი, მეზოთერაპია,პლასტიკური ოპერაციები და მზეზე ყოფნის შემდეგ