• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    კაფსულა #30

    კაფსულები, რომლებიც დაფარული არიან ნაწლავებში ხსნადი გარსით, შეიცავენ ბიფიდობაქტერიას - არანაკლებ 10 000 000

    ენტეროკოკს - არანაკლებ 10 000 000

    ფარმაკოლოგიური თვისებები

    პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელსუწყობენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალნსს.

    ჩვენებები:

    პრეპარატი განკუთვნილია კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის, სხვადასხვა გენეზისის კუჭნაწლავის პრობლემების პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებებისას, ასევე იმუნიტეტის მხარდაჭერისთვის ბავშვებში 2 წლის ზევით და მოზრდილებში.

    მიღების წესები და დოზები:

    თუ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა:

    კუჭნაწლავის აშლილობების პროფილაქტიკა და მკურნალობისათვის რეკომენდირებულია: 2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში _ 2-3 კაფსულა ყოველდღე საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

    მკურნალობის კურსი შეადგენს 10-21 დღეს. მწვავე დიარეის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კაფსულამდე დღეში 2-3 დღის განმავლობაში. დიარეის სიმპტომების გაქრობამდე ინიშნება 2-3 კაფსულა დღეში.

    გვერდითი მოვლენები:

    რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.

    უკუჩვენება:

    არ არის გამოვლენილი.