• ინსტრუქცია

    ფარმაკოლოგიური თვისებები (გაგრძელება):

    - ვიტამინი B6 - მონაწილეობს ბევრ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც დაკავშირებულია ამინომჟავების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან, ნუკლეინის მჟავების სინთეზსთან და სხვა პროცესებთან.ეს ვიტამინი ხელს უწყობს ABL- ქოლესტერინის დონის ამაღლებას და სისხლის წნევის ნორმალიზებას.

    - ვიტამინი B12 – ცნობილია , რომ ვიტამინი B12 უზრუნველყოფს – დნმ- და რნმ-ის, ცხიმოვანი მჟავების სინთეზსს,ნერვული სისტემის მთლიანობას. გარდა ამისა , ვიტამინი B12 წარმოადგენს ენერგეტიკული პროცესების აქტივატორს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზის პროცესში.

    - ფოლის მჟავა ვიტამინ B12 – თან ერთად მონაწილეობს დნმ ,რნმ და პროტეინების სინთეზში, ასევე პროფილაქტიკურად მოქმედებს ნევროლოგიური ხასიათის დეფიციტის დროს. ფოლის მჟავა საგრძნობლად ამაღლებს სპერმატოზოიდების კონცენტრაციას სუბფერტილურ მამაკაცებში.

    - სელენი ეფექტური ანტიოქსიდანტია. შედის GSHPX-4 შემადგენლობაში, რომელიც ზემოქმედებს სპემატოზოიდებზე როგორც ანტიოქსიდანტი და უზრუნველყოფს მათ სწორ სტრუქტურას.სელენის შემცველი პრეპარატების მიღება სუბფერტილურ მამაკაცებში ხელს უწყობს სპემატოზოიდების მოძრაობის ზრდას და მათ შესაძლებლობას წარმატებული განაყოფიერებისათვის.

    - (პიგეის პალმის ქერქის ექსტრაქტი) დამტკიცებულია მისი მაღალეფექტურობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას მკურნალობაში და ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებაში, კერძოდ ხშირი შარდვა ღამით, აგრეთვე ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას და და ზრდის პიკურ ნაკადს.

    - არგინინი- აზოტის მონოოქსიდის პრეკურსორი, ბუნებრივი ვენგამაფართოვებელი საშუალება , რომელსაც ახასიათებს პოზიტიური ზემოქმედება ერექციულ დისფუნქციაზე.

    - ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს.

    ჩვენებები

    • სპერმოგრამის ყველა პარამეტრების გაუმჯობესება

    • სპერმოტოზოიდთა მოძრაობის გაუმჯობესება , მინიმალური და საშუალოდ გამოხატული ასტენოსპერმიის დროს

    • სპერმატოზოიდთა უფრო მაღალი კონცენტრაცია მინიმალური და საშუალოდ გამოხატული ოლიგოსპერმიის დროს.

    • ეაკულატის მოცულობის გამოხატული ზრდა ჰიპოსპერმიის დროს, ტონუსის გაუმჯობესება.

    • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას მკურნალობა.

    • დიურეზის გაუმჟობესება, გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვა და გაუმჯობესებული დაკმაყოფილების შეგრძნება