• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    0.15% 30მლ სპრეი ფლაკონში

    0,15% ხსნარი 120 მლ ფლაკონში

    3 მგ საწუწნი აბი ტაბლეტი #20

    მწარმოებელი ფირმა - Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco (იტალია)

    აქტიური ინგრედიენტი - ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი - 3 მგ

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს.

    მიეკუთვნება ინდოზოლების ჯგუფს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

    ჩვენებები:

    ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:

    - გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის ჩათვლით);

    - ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

    - კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

    - კალკულოზური სანერწყვე ჯირკვლების ანთება.

    - ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);

    - კბილების მკურნალობისა ან ამოღების შემდეგ;

    - პაროდონტოზი;

    ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია ტანტუმ ვერდეს გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

    გვერდითი მოვლენები:

    ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, ქსოვილების დაბუჟება, ან წვის შეგრძნება პირის ღრუში.

    ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.