• ინსტრუქცია

    შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

    140 მლ ფლაკონი №5

    500 მგ ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები პაკეტი №10

    აქტიური ნივთიერება - გლიცირიზინის მჟავა 0,1გ

    აქტიური ნივთიერება - ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი

    მწარმოებელი ფირმა - ანჟელინი ფრანჩესკო ს.პ.ა (იტალია)

    ფარმაკოლოგიური თვისებები:

    ბენზიდამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს. ბენზიდამინს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეტიკური მოქმედება, ასევე ახასიათებს ჰისტოპროტექტორული აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ბენზიდამინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლის ხარჯზე უჯრედების სტრუქტურის მომდევნო დაზიანებით, მეტაბოლური პროცესების და უჯრედის ლიზისის დარღვევით.

    ჩვენებები:

    • ბაქტერიული ვაგინოზი;

    • სპეციფიური ვულვოვაგინიტები (კომპლექსურ თერაპიაში);

    • არასპეციფიური ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები ნებისმიერი ეტიოლოგიის, ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით;

    • ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა;

    • მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც ჰიგიენური საშუალება.

    მიღების წესები და დოზები:

    ინტერვაგინალური.

    ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: ერთი პაკეტი უნდა გაიხსნას 500 მლ წყალში. ბაქტერიული ვაგინოზისას: უნდა მოხდეს შესხურება დღეში 1-2-ჯერ 7-10 დღის განმავლობაში